This is a specific ad

საქართველო ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში მოხვდა

48

Another advertisement

საქართველო ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში მოხვდა. მონაცემებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს.

კერძოდ, საქართველო დეკადური (ათწლიანი) ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში, მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე:

• ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდა
• $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ზრდის ტემპი
• $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში ზრდის ტემპი

სავალუტო ფონდის შეფასებით წელსვე (2024 წელს) საქართველო ერთ სულ მოსახლეზე 5 წლიანი რეალური ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე და ასეთ ლიდერობას შეინარჩუნებს ზედიზედ 6 წლის განმავლობაში _ შესაბამისად 6 წლიანი, 7 წლიანი, 8 წლიანი, 9 და 10 წლიანი გრძელავდიანი ზრდის ტემპების მიხედვით 2024_2029 წლებში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით (2019 წ).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეს ათწლედური საპროგნოზო შედეგი 2019 წელთან, ანუ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა, რითაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ გაქარწყლდა უსაფუძვლო ნარატივი, რომ მიმდინარე წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის გამორჩეული მაჩვენებლები 2020 წლის ძლიერი ეკონომიკური ვარდნის ეფექტით იყო გამოწვეული და თითქოს პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის კარგი პერსპექტივა არ უჩანდა.

1. ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით 2029 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს, მსოფლიოში არის მეორე ადგილზე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ( ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია და ოკეანეთი) ზრდის უპირობო ლიდერია. ამ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკას. მეორე ადგილზე საქართველოა რომლის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 2029 წელს 71 %-ით იზრდება.

2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველოს რეალური ეკონომიკა წლიური თვალსაზრისით 7,5%-ით გაიზრდება, რითაც ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს შორის უპირობოდ ლიდერობს და პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია 2012 წელთან შედარებით, ანუ 12 წლიანი ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში მეექვსე ადგილზეა, ევრაზიის კონტინეტზე კი საუკეთესო სამეულშია. ამ პერიოდში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 83%-ით იზრდება.

2. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის ათწლიანი საპროგნოზო ზრდის ტემპის მიხედვით 2029 წელს საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, მსოფლიოში არის მეორე ადგილზე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ( ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია და ოკეანეთი) ზრდის უპირობო ლიდერია. სავალუტო ფონდის შეფასებით 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 9,9%-ით გაიზარდა და 24 849 დოლარს გადააჭარბა . 2024 წელს მსყიდვეულუნარიანი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე იზრდება 10%-ით და ხდება 27 363 დოლარზე მეტი, 2029 წლისთვის კი აჭარბებს 38 744 საერთაშორისო დოლარს.
აღსანიშნავია 2012 წელთან შედარებით, ანუ 12 წლიანი ზრდის ტემპით ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მეოთხე ადგილზეა, ევროპაში უპირობოდ ლიდერობს და ევრაზიის საუკეთესო სამეულშია. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარინობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე 164%-ით იზრდება.

3. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულზე 2029 წელს 12 734 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს, 2020 წელთან შედარებით გასამმაგდება, 2021 წელთან შედარებით კი ორნახევარჯერზე მეტად იზრდება. საშუალოდ10 წლიან პერიოდში 2019-2029 წელს ფონდის პროგნოზით საქართველოს ნომინალური ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ამერიკულ დოლარში 10,4%-ით გაიზრდება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2030 წელსაც ზრდის ამ ტემპის დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს მშპ ერთ სულზე 2030 წელს გადააჭარბებს 14 050 აშშ დოლარს, რითაც მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით(!!!).

4. ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (GDP PPP, current prices) 2024 წელს უკვე გახდება 12 ნიშნა სიდიდე, გადააჭარბებს 102 მილიარდ 245 მილიონ დოლარს და ისტორიაში პირველად გადაუსწრებს ლუქსემბურგს, რომლის ეკონომიკა წელს 101 მილიარდ 876 მლნ დოლარს გაუტოლდება. 2024 წელსვე საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას _ ლუქსემბურგს, ლატვიას, ესტონეთს, კვიპროსს, მალტას და ისლანდიას. 2029 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 144 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს, 2024 წელთან შედარებით გაიზრდება 41%-ით (!), ხოლო 2019 წელთან შედარებით, ანუ 10 წლიანი გაანგარიშებით იზრდება 131%-ით.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
განგაშის სიგნალები ჩაირთო – „ჰეზბოლამ“ ისრაელის ქალაქ თელ ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
Öncəki yazı
მამუკა ხაზარაძე გპირდებათ 1000 ლარიან პენსიას და საშუალო ხელფასის გაორმაგებას. ამ დროს იცით რამდენია მის კუთვნილ ბანკში საშუალო ხელფასი? 850 ლარი – ზურაბ ქადაგიძე