This is a specific ad

სასკოლო ლიგის ქვემო ქართლის ჩემპიონი მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდი გახდა

92

Another advertisement

სასკოლო ლიგის ქვემო ქართლის ჩემპიონი მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაცის ორგანიზებით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით „ქვემო ქართლის სასკოლო ლიგა 2023“ ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ოცმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

ტურნირი მინი ფეხბურთში საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა. სადაც გამარჯვება ქვემო ქართლის მასშტაბით მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

ფინალური მატჩი გარდაბნის მინი საფეხბურთო მოედანზე მარნეულის N6 სკოლასა და კრწანისის სკოლას შორის ჩატარდა.

შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. მატჩი მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მარნეულის N6 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდს გულშემატკივრობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. ფინალურ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკოლოზ კობახიძესთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან როინ დეკანოიძესთან , გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კარგარეთელთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორ და გულშემატკივრებიან ერთად დაესწრო.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Tbilisi metrosunda Saburtalo xətti işləmir
Öncəki yazı
Marneulidə suvarma arxlarında təmizlik işləri həyata keçirilir