სარფის საბაჟოდან თურქეთში 34 800 კილოგრამი მანდარინი გააბრუნეს

69

Another advertisement

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში თურქეთიდან მომავალი მანდარინებით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.

უწყების თქმით, 34 800 კილოგრამ მანდარინში პესტიციდების შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაშვებულ ნორმას აღემატებოდა.

“საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, 34 800 კილოგრამ მანდარინში პესტიციდების შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაშვებულ ნორმას აღემატებოდა.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”, – ნათქვამია განცხადებაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველო უკრაინული მოცვის იმპორტიორთა სამეულშია
Öncəki yazı
მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაციამ – Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“ გამოაქვეყნა.