This is a specific ad

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ვიმუშავებ ღაზაში ომის დასასრულებლად და პუტინის შესაჩერებლად – ჯო ბაიდენი

62

Another advertisement

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დარჩენილ 6 თვეში მისი მთავარი პრიორიტეტები დაასახელა. როგორც მან ამერიკის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, იმუშავებს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და „უკრაინაში ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად“.

„ვაპირებ, გავაგრძელო მუშაობა ღაზაში ომის შესაჩერებლად, ყველა მძევლის სახლებში დასაბრუნებლად, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების მოსატანად და ამ ომის შესაჩერებლად.

ჩვენ გავაგრძელებთ ამაყი ქვეყნების კოალიციის შეკრებას პუტინის შესაჩერებლად, რომელიც უკრაინის დაპყრობას ცდილობს“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა უარი თქვა მეორე ვადით კენჭისყრაზე და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის წამოყენებას დაუჭირა მხარი.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Batumidə əbədi sevgi abidəsi-Araşdırma
Öncəki yazı
ამინდი მკვეთრად იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ