Another advertisement
გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას აორმაგებს. დასავლური მედია, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ 2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. პროექტი მმართველმა კოალიციამ უკვე დაამტკიცა და სავარაუდოდ, მასზე პარლამენტი მომავალ კვირას იმსჯელებს.