This is a specific ad

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესი იცვლება

60

Another advertisement

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესი იცვლება. 81 დეპუტატის მხარდაჭერით, პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა.

გაწვევას სასამართლო სარჩელი ვეღარ შეაჩერებს და დისტანციური სწავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება.

მეორე მოსმენისას დაზუსტდა, რომ ინიციატივა არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც 2024 წლის პირველ იანვრამდე ონლაინ სტუდენტის სტატუსი ექნებათ.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორიც თავდაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი, საქართველოს მთავრობაა, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ისრაელი და “ჰამასი” ღაზის სექტორში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ერთი დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ – Wall StreeT Journal
Öncəki yazı
,,რაჭა არ იყიდება”