This is a specific ad

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ბორჯომის ტყეში ხანძარი დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული და კონტროლს ექვემდებარება

73

Another advertisement

საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ბორჯომის ტყეში ხანძარი დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული და კონტროლს ექვემდებარება

„ახალდაბის ტყის მასივში აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე ხანძარი კონტროლირებადია. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ხანძრის კერების გავრცელების აღმოსაფხვრელად. ამ ეტაპზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და ასევე სამუშაოებში ჩართული არიან დაცული ტერიტორიების რეინჯერები. დაახლოებით 150 მეხანძრე-მაშველი არის ჩართული ხანძრის ქრობის სამუშაოებში და აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძრის კერამდე გზის გაყვანა ვერ ხერხდება რელიეფიდან გამომდინარე, რადგან კლდიანი რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს უწევთ ფეხით გადაადგილება. სახანძრო სამაშველო ტრანსპორტი ვერ მიდის კერებამდე და მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერებს აქტიურად ამუშავებენ ვერტმფრენების დახმარებით.

ხანძარი გავრცელებული არის დაახლოებით ერთ ჰექტარზე. ხანძარი ქვედა საფარზეა გავრცელებული. გავრცელების საშიშროება არ არსებობს, ხანძარი კონტროლირებადია და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები“, – აღნიშნა ლევან მუსელიანმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ეგვიპტის პრეზიდენტი პირველად 12 წლის განმავლობაში თურქეთში ჩადის – Reuters
Öncəki yazı
თურქული მხარე ადასტურებს, რომ ქვეყანამ “ბრიქს”-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა