This is a specific ad

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

59

Another advertisement

საახალწლო ილუმინაციებით განათდა საშობაო ქალაქი, საზოგადოებრივი სივრცეები, ცენტრალური და შიდა საუბნო ქუჩები.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, რუსთავს საახალწლო ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა.

საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. რუსთავის უძველესი ისტორიის გაცოცხლების ფონზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, წელსაც უფლისწულმა აანთო. სადღესასწაულო კონცერტში ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“, რუსთავის კამერულმა ორკესტრმა, ნატო გელაშვილმა და ძმებმა ჭოხონელიძეებმა მიიღეს მონაწილეობა.

7 იანვრის ჩათვლით, თავისუფლების მოედანზე მოწყობილი იქნება საშობაო ბაზრობა, სადაც რუსთაველები და ქალაქის სტუმრები გემრიელი კერძებისა და გლინტვეინის დაგემოვნებას, საბავშვო-გასართობი შოუ პროგრამების ყურებას, ადგილობრივი მუსიკოსების კონცერტებზე დასწრებას შეძლებენ. საახალწლო ბაზრობაზე ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

შობა-ახალი წლის საზეიმო ღონისძიებები, მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

31 დეკემბრის 23:00 საათიდან კი გალა-კონცერტი დაიწყება, რომელშიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, ანსამბლი ,,ერისიონი”, ,,შვიდკაცა”, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. გალა-კონცერტს, ჯგუფი ,,რეგიონის” კონცერტი დაასრულებს.

Kateqoriya: Maraqlı, Region
Sonrakı yazı
ინგლისის პრემიერ-ლიგის გუნდის „ლუტონ თაუნის“ კაპიტანს, ტომ ლოკიერს მატჩის დროს გული გაუჩერდა
Öncəki yazı
პატარა ლაზარეს ოპერაციას სახელმწიფო დააფინანსებს