This is a specific ad

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდული

45

Another advertisement

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. მოძრაობა აკრძალულია, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.

ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელია პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა კი დასაშვებია თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით.

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებულია ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შესაბამისად, გადაადგილება შეზღუდულია ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნიდან და გორგასლის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი კი გადაადგილდება ევროპის მოედნამდე და შემდეგ უკან.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომორტის გამო!

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მიხეილ სააკაშვილის შემოპარვას და გახარიას გადადგომას ბრძანების ერთი მიმცემი ჰყავდა, ეს იყო შემზადება არეულობისთვის – რატი იონათამიშვილი
Öncəki yazı
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის – ნახეთ, ეს კვირა ვისთვის როგორი იქნება