This is a specific ad

რუსეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მე-16 სართულის ფანჯრიდან ჯერ ცოლი, შემდეგ კი 2 წლამდე ბავშვი გადააგდო

31

Another advertisement

რუსეთში, მოსკოვში, 39 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი მე-16 სართულის ფანჯრიდან გადააგდო, ისინი დაიღუპნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან ჯერ ცოლი შემდეგ კი 2 წლამდე ბავშვი გადააგდო, რის შემდეგაც ფანჯრიდან სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყო.

მამაკაცი ადგილზე მობილიზებულ პოლიციას საცხოვრებელი სახლის კარს არ უღებდა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მიმდინარეობს გამოძიება.

Kateqoriya: Cinayət, Dünya
Sonrakı yazı
ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში კიდევ 2 დასახლებული პუნქტი დაიკავეს
Öncəki yazı
1000-dən çox hərbçiyə mənzillər veriləcək