This is a specific ad

რუსეთის ძალებმა დღეს დილიდან უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს

66

Another advertisement

რუსეთის ძალებმა დღეს დილიდან უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ცნობით, დარტყმისას საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, კერძოდ „ისკანდერები“, ასევე უპილოტო საფრენი აპარატი.

პოპკოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე გაანადგურეს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, მათგან ერთი ჰოსპიტალიზებულია. კიევის სამ რაიონში დაზიანებულია შენობები, კერძოდ, საწარმო და არასაცხოვრებელი ნაგებობები და დამწვარია ოთხი ავტომობილი. ჩამსხვრეულია მინები „სვიატოშინის“ მეტროსადგურის შენობაში.

ამასთან, სუმის ოლქის პოლიციის ბოლო ინფორმაციით, სუმიზე გუშინ საღამოს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. იერიშის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია სუმისბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრისა და ბავშვთა სახლის შენობა, ასევე ხუთი მრავალსართულიანი სახლი.

ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვსა და პოლტავაში. ხარკოვის მერის ინფორმაციით, ორი „შაჰედით“ დარტყმა კერძო სახლსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მახლობლადგანხორციელდა. მანამდე, რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

რაც შეეხება ფრონტზე არსებული სიტუაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 166 შეტაკება მოხდა, აქედან 62 პოკროვსკის მიმართულებით.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Gürcüstan Azərbaycanlıları Konqresi Türkiyə-Gürcüstan dostluğuna verdiyi töhfələrə görə Kazım Kartala təşəkkür edir
Öncəki yazı
İrakli Kobaxidze Ermənistanın müdafiə naziri ilə görüşüb