This is a specific ad

რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე €133.4 მილიონს შეადგენს – ევროპის საბჭო

14

Another advertisement

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმაციით,  2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადასახდელი კომპენსაცია დაახლოებით 133,4 მილიონი ევროს შეადგენს.

მინისტრთა კომიტეტი ევროპული სასამართლოს მიერ აპრილში მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც რუსეთს საქართველოსთვის სამი თვის ვადაში 129 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, თუმცა რუსეთს ეს ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია. 

“ამ კვირის სხდომაზე მიღებულ შუალედურ რეზოლუციაში მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ რუსეთს კომპენსაცია არ გადაუხდია. რუსეთის ფედერაციის მიერ დავალიანების მთლიანი თანხა, დარიცხული პროცენტის ჩათვლით, დაახლოებით 133,4 მლნ ევროს შეადგენს “, – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში. 

მინისტრთა კაბინეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, თანხა დაუყოვნებლივ გადაიხადოს. ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთი 2022 წლის მარში ევროსაბჭოდან გარიცხეს, თუმცა  კვლავ რჩება გაეროს წევრად და მონიტორინგის პროცედურებს ექვემდებარება. 

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ევროკავშირის გიგანტური დროშის გამოფენა და პროექტი “ერთიანი საქართველო ევროპისთვის” დაწყება
Öncəki yazı
Ge • Azხვალ, 9 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.