„რუსეთის ФСБ-მ მიიღო პრიგოჟინის მოკვლის დავალება“ – ბუდანოვი

1

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურს [ФСБ] დაევალა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განადგურება აჯანყების მცდელობის შემდეგ – აცხადებს უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი The War zone-სთან ინტერვიუში.

„ჩვენ ვიცით, რომ პრიგოჟინის მოკვლა ФСБ-ს დაევალა. იქნებიან ისინი ამაში წარმატებულები? დრო გვიჩვენებს. ასეა თუ ისე, ყველა პოტენციური მკვლელობის მცდელობა არ იქნება სწრაფი. მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ, რომ შეიმუშაონ შესაბამისი მიდგომა და მივიდნენ იმ ეტაპზე, როცა მზად იქნებიან ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის. მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის დიდი ღია კითხვა – შეძლებენ თუ არა ამას? გაბედავენ ამ ბრძანების შესრულებას?” – თქვა ბუდანოვმა.

ინტერვიუში ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია რუსეთის შიგნით დესტაბილიზაციისკენ, სასარგებლოა უკრაინისთვის.

0
0
Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რასულ ბახტიაროვმა შესაწირი დაკლა და სოფელ მამხუთის შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგა
Öncəki yazı
დიდ დიღომში ჰოკეის და ფიგურული ციგურაობის სტადიონის აშენება იგეგმება – ბიუჯეტი 50 მლნ ლარია