This is a specific ad

რუსეთი ბოლო 1 წლის განმავლობაში 2 მილიონმა მიგრანტმა დატოვა

69

Another advertisement

რუსეთიდან ბოლო 1 წლის განმავლობაში იქ მცხოვრებმა 2 მილიონამდე უცხოელმა დატოვა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთი ამჟამად 6,17 მლნ უცხოელი ცხოვრობს. 2023 წელს კი ეს რიცხვი 5,5 მლნ-ს შეადგენდა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ტატიანა მოსკალკოვა 2023 წლის ივნისში აცხადებდა, რუსეთის სამიგრაციო აღრიცხვაზე 8 507 906 უცხოელია აყვანილი.

მიმდინარე წლის ივლისში „როსსტატმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით რუსეთში მიგრაციის რაოდენობა მინიმუმამდე დავიდა ბოლო 10 წლის განმავლობაში,. თუ 2022 წელს რუსეთში საზღვარგარეთიდან 730 ათასი ადამიანი ჩავიდა, 2023 წელს რუსეთის ფედერაციაში 560 ათასი უცხოელი ჩავიდა.

მიმდინარე წლის მარტში მოსკოვის „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომლის მოწყობაში ტაჯიკეთის მოქალაქეები დაადანაშაულეს, რუსეთის ხელისუფლებამ მიგრაციული პოლიტიკა გაამკაცრა.

სექტემბრის დასაწყისში ტაჯიკეთმა საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, რადგანაც საზღვარზე „უცხოელების შესვლის დროს კონტროლის გაძლიერებული რეჟიმი“ მოქმედებს. მანამდე მსგავსი რეკომენდაციით საკუთარ მოქალაქეებს ყირგიზეთმაც მიმართა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
„ჩვენთვის მთავარია, შეიცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება – გახარია ამ პოზიციას იზიარებს“ – ანა ნაცვლიშვილი
Öncəki yazı
პოლიციამ ტრამპის მიტინგის ჩატარების ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა