This is a specific ad

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კელინ ჯორჯესკუს გამარჯვება დაადასტურა

39

Another advertisement

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კელინ ჯორჯესკუს გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ხმების დათვლის შედეგებზე შეტანილი საჩივარი ცხრავე მოსამართლემ უარყო. სასამართლოს განცხადებით, რუმინეთის საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა დარღვევები ვერ გამოავლინა.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 24 ნოემბერს გაიმართა. ხმათა 22 მთელი 94 მეასედი პროცენტით ლიდერის პოზიცია კელინ ჯორჯესკუმ მოიპოვა. შედეგების გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა. არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს არის დაგეგმილი.

Sonrakı yazı
საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა
Öncəki yazı
ჯანდაცვის სამინისტრო – 2 დეკემბერს, გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელია