This is a specific ad

რომელია საუზმობისთვის ყველაზე კარგი დრო და რა პროდუქტები არ უნდა მიირთვათ დილით, თუ გსურთ, ნაწლავის ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ – ნუტრიციოლოგების განმარტება

71

Another advertisement

ალბათ, ბევრი ადამიანი დილას ყველაზე ხშირად ფინჯანი ყავითა და მცირე წახემსებით იწყებს. ნუტრიციოლოგები განმარტავენ, სინამდვილეში, რა უნდა მივირთვათ საუზმეზე და რომელია ამისთვის ყველაზე კარგი დრო:

რომელია საუზმობისთვის საუკეთესო დრო?

როგორც ნუტრიციოლოგები ამბობენ, ოქროს წესია, რომ ადამიანმა საუზმე გაღვიძებიდან 1 საათის შემდეგ მიირთვას.

“ეს მეტაბოლური პროცესების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ და დღის მეორე ნახევარში გაძლიერებული კვების სურვილს მოგიკლავთ. თუ გაღვიძებისთანავე, ან მალევე საუზმეს მიირთმევთ, ამან შესაძლოა, დაღლილობა გამოიწვიოს, რაც თქვენს პროდუქტიულობას ხელს შეუშლის.”- განმარტავენ სპეციალისტები.

სპეციალისტები გირჩევენ, რომ დილით გადამუშავებული საკვები, მათ შორის, შეფუთული, ან ახლად გამოწურული ისეთი წვენები, რომლებსაც შაქარი აქვთ დამატებული, არ მიიღოთ.

მარტივი ნახშირწყლების მიღება, როგორებიცაა, ტკბილეული, ცომეული, შოკოლადი, ჯობს თავიდან აირიდოთ. გარდა ამისა, დილით უზმოზე ყავის მიღება რეკომენდებული არ არის. იქამდე ისაუზმეთ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Türkiyənin Gürcüstandakı səfirliyi Gürcüstanı təbrik edib
Öncəki yazı
ავსტრიის საელჩო – გილოცავ საქართველო, ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს!