This is a specific ad

რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ საქართველოში ყველაზე მეტს?

67

Another advertisement

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.1 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.

PMCG-ის კვლევის თანახმად, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი იყო რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი (მთლიანი შემოსავლის 19%). მას მთლიანი შემოსავლების 16%-ით თურქეთი მოსდევდა. მიუხედავად ამისა, ერთ ვიზიტზე მიღებული შემოსავლის მიხედვით, რუსეთისა და თურქეთის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისას ჩამორჩება.

უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, ერთ ვიზიტზე დაანგარიშებით ყველაზე მეტი დანახარჯები საუდის არაბეთის მოქალაქეებს აქვთ – ისინი საშუალოდ 1 529 დოლარს ხარჯავენ. მეორე ადგილს იკავებს ისრაელი ერთ ვიზიტზე დაანგარიშებით 1 339 დოლარით.

კვლევის თანახმად, ერთი ვიზიტის დანახარჯებით ათეულს შემდეგი ქვეყნები ავსებენ:

 

  • უკრაინა – 1.3 ათასი დოლარი;
  • ევროკავშირის ქვეყნები – 1.3 ათასი დოლარი;
  • ირანი – ათასი დოლარი;
  • ბელარუსი – 800 დოლარი;
  • აზერბაიჯანი – 800 დოლარი;
  • რუსეთი – 700 დოლარი;
  • თურქეთი 500 დოლარი;
  • სომხეთი – 200 დოლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან ერთ ვიზიტზე განხორციელებული დანახარჯები შემცირებული. დანახარჯები ყველაზე მეტად, 8.7%-ით ბელარუსიდან არის შემცირებული, ზრდის კუთხით კი (9.6%-ით) აზერბაიჯანი ლიდერობს.

დაბოლოს, წელს მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორებმა ყველაზე მეტი დახარჯეს განთავსებასა (მთლიანი დანახარჯების 35%) და საყიდლებში (28%).

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რა ფასად იქირავებთ ბინას თბილისის უბნებში – უახლესი სტატისტიკა
Öncəki yazı
ოზურგეთში საპატრულო ეკიპაჟი ავარიაში მოყვა