This is a specific ad

როდის გაიხსნება აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი | არსებული შეზღუდვის დრო 1-ელ ოქტომბერს იწურება

49

Another advertisement
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაკეტილი რჩება. თუმცა მოსალოდნელია, რომ შეზღუდვის დრო გახანგრძლივდეს. დღეს მერვე მოწვევის მილი მეჯლისის პირველ სხდომაზე გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვარზე არსებულმა შეზღუდვებმა ქვეყანა “ძალიან დიდი კატასტროფებისგან” გადაარჩინა.
“დღესაც, როცა საზღვრები ჩაკეტილი რჩება, საშიში ქმედებების მცდელობები მიმდინარეობს და მათი აღკვეთა ხდება“, – განაცხადა ალიევმა. მისი თქმით, საზღვრის დაცვა აზერბაიჯანს გარე რისკებისგან დაიცავს, შიდა რისკები კი ქვეყანაში არ არსებობს. ალიევის დღევანდელი განცხადება შეიძლება მიუთითებდეს, რომ საზღვრები არ გაიხსნება 1 ოქტომბრის შემდეგაც.
ბაქომ ადრე განაცხადა, რომ შეინარჩუნებს საკარანტინო რეჟიმს, რომელიც შემოღებულ იქნა კოროვირუსული პანდემიის გამო, “სანამ საჭირო იქნება”. ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით. ამავდროულად, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ რესპუბლიკის დატოვება სახმელეთო გზით.
საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ ისაუბრეს სახმელეთო საზღვრების გახსნის აუცილებლობაზე.
Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
როდის გამოიდარებს საქართველოში – განახლებული ამინდის პროგნოზი
Öncəki yazı
საარჩევნო პარტიებმა, ბოლო 2 თვეში, 9 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს