This is a specific ad

როგორც ევროპელი პოლიტიკოსები მოისურვებენ, რომ ევროპული ღირებულებებით იხელმძღვანელონ და არა რაღაც გაუგებარი პოლიტიკური თუ კლანური მიზნებით, ზუსტად იმ მომენტში გადაიტვირთება ყველაფერი და იქნება ჩვეულებრივი ურთიერთობები – შალვა პაპუაშვილი

27

Another advertisement

როგორც ერთ ცნობილ გამონათქვამშია, „ჩვენ დავიწყეთ?“ – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების შესახებ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს არაფერი დაუწყია და სხვა ქვეყნის არჩევნებში არ ჩარეულა.

„ჩვენ არჩევნებში ერეოდნენ ლიეტუველი პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიოდნენ და პირდაპირ აგიტაციას ეწეოდნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ისინი ერეოდნენ ჩვენ არჩევნებში. ჩვენ ვინმესთან ჩავერიეთ? ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი გვამკობდა სასწაული ეპითეტებით. ჩვენ ხომ არ ვაკეთებდით ამას?

ჩვენ არაფერს ვიწყებთ. როგორც კი გაჩერდებიან, ჩვენგანაც არ იქნება რეაქცია. როდესაც ადამიანი კოშმარს გეძახის, მე მგონი ქართველობაც არ სჭირდება ამას, შესაბამისი პასუხი რომ გასცე და განსაკუთრებით, როდესაც ქართველებს გვეხება – შეურაცხყოფას როცა გვაყენებენ, პასუხი მყისიერი იქნება.

ყველა ქმედებას მოჰყვება უკუქმედება. ქმედების ავტორები ამ შემთხვევაში არის ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი. როგორც კი ისინი მოისურვებენ, რომ ევროპული ღირებულებებით იხელმძღვანელონ და არა რაღაც გაუგებარი თავისი პოლიტიკური თუ კლანური მიზნებით, ზუსტად იმ მომენტში გადაიტვირთება ყველაფერი და იქნება ჩვეულებრივი ურთიერთობები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება
Öncəki yazı
საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა