This is a specific ad

რთველი 2024-ის ფარგლებში, 2 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 13 ათას ტონამდე ყურძენი

69

Another advertisement

კახეთის რეგიონში რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, თუმცა მცირე რაოდენობით ყურძენი კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. დღეის მდგომარეობით, უკვე გადამუშავდა 13 ათას ტონამდე ყურძენი, საიდანაც 7.5 ათას ტონამდე რქაწითელია, 2.3 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 230 ღვინის საწარმო.

ყურძნის ხარისხიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ფასები ფიქსირდება 1 კგ რქაწითელზე 1.07 ლარი, ხოლო 1 კგ საფერავზე 1.30-1.40 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. შესაბამისად, 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის“, – აღნიშნავენ უწყებაში.

თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24-საათიანი რეჟიმში მუშაობს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Putin açıqladı: Ukraynada müharibə buna görə bitmir
Öncəki yazı
Çindən Rusiyaya qarşı gözlənilməz addım