This is a specific ad

რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ბელაქანში ქართველ მუსლიმებს შეხვდა

60

Another advertisement

რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ბელაქანში ქართველ მუსლიმებს შეხვდა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალაში რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ ჯუმა მეჩეთი მოინახულა, სადაც ქართველ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შეხვდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა მეჩეთის იმამს, ჰაჯი მუჰამედ ალიევს.

მეჩეთში მყოფთ ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა საქართველოში არსებული ტოლერანტული გარემოს თაობაზე და იმ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებაზე, რასაც ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიმართ იჩენსმეჩეთში შეკრებილ მუსლიმ მრევლს ქართულ ენაზე გამოცემული ყურანი, ქრისტიან მრევლს კი ბიბლია დაურიგეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბელაქანის რაიონის გამგებელი, ისლამ რზაევი, სოფლის რწმუნებული, გერმან ბალაევი და სკოლის დირექტორი, მამედ მუსტაფაევი.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Gürcüstan Dini Agentliyin nümayəndə heyəti Balakən şəhərində gürcü müsəlmanları ilə görüşüb
Öncəki yazı
Gürcüstan Dini Agentliyin nümayəndə heyəti Balakən rayonuna səfər edib