This is a specific ad

რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ

97

Another advertisement

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ.

დღეიდან ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას 51 ახალი ავტობუსი მოემსახურება.

აქედან 4 ავტობუსი გადაეცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტს, საიანაც 3 რატევანი-ბოლნისი-რაჭისუბანს მოემსახურება, ხოლო 1 ავტობუსი კი კაზრეთის დასახლებას და სოფელ ბალიჯის მიმართულებით გადაადგილდება.

პროექტი ითვალისწინებს „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. ამისათვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპი“-მ 51 ავტობუსი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა, პროცესი გრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ავტობუსების ნაწილი კი ქვეყანაში 2024 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად ჩამოვა.

ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსები ქვემო ქართლის მხარეში, ხუთ მუნიციპალიტეტს რუსთავს, მარნეულს, ბოლნისს, დმანისსა და თეთრიწყაროს გადაეცათ. ავტობუსების შეძენა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარება წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებაში. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, მისი მოადგილეები: მერაბ გამყრელიძე და ზვიად ჭუნაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, მუნიციპალიტეტების მერები და კომპანია „ჯითი გრუპის“ წარმომადგენლები.

გარდა ავტობუსებისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებისთვის ასევე შეძენილია 90-მდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება.

ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომლის ღირებულებაც 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
აზერბაიჯანმა 2023 წელს მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობა
Öncəki yazı
2024 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე 1 მილიარდ 816 მილიონი ლარი დაიხარჯება