This is a specific ad

რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება სამხედრო, რომელსაც სწავლების დროს მეხი დაეცა

83

Another advertisement

თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს მეხი დაეცა.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზეა.

როგორც სამინისტრო აცხადებს, დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტმა, სპორტის ახალ მიმდინარეობას, ფეინთბოლის ადგილობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა
Öncəki yazı
16-18 iyun tarixində gözlənilən hava şəraiti – PROQNOZ