This is a specific ad

რაში ხარჯავენ უცხოელი ვიზიტორები საქართველოში ყველაზე მეტ თანხას

39

Another advertisement

2024 წლის III კვარტალში საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18.1%-ით მეტია. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

ამავე ცნობით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 15.2%-ით გაიზარდა და 2 426.6 ლარი შეადგინა.

ხარჯების განაწილება კატეგორიების მიხედვით ასეთია:

  • განთავსება – 38.8%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 929.2 ლარი
  • საკვები და სასმელი – 24.7%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 598.6 ლარი
  • საყიდლები – 21.7%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 527.8 ლარი
  • ადგილობრივი ტრანსპორტი – 7.5%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 182.3 ლარი
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 6.6%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 161.3 ლარი
  • სხვა ხარჯი – 1.1%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 27.5%
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Prokurorluq Rövşən İskəndərov və daha bir nəfər barəsində ittiham irəli sürüb
Öncəki yazı
რეგიონები, სადაც 2024 წელს ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაიცა – ნახეთ სტატისტიკა