This is a specific ad

რატომ მიმართავენ შვილები მშობლებს სახელებით – ფსიქოლოგის განმარტება

36

Another advertisement

ხშირია შემთხვევა, როცა მცირეწლოვნები მშობლებს სახელებით მიმართავენ და „დედას“ და „მამას“ გამოყენებისგან თავს იკავებენ. ფსიქოლოგი ია როზისი ამის რამდენიმე მიზეზს განმარტავს.

„თქვენი შვილი მოგმართავთ სახელით, არ გეძახით დედას და მამას. მოდით, განვსაზღვროთ, რატომ იქცევა ბავშვი კონკრეტულად ასე – პირველი, მას აქვს პროტესტი, ვერ აღგიქვამთ მშობლად, დედად ან მამად. მასთან დროს არ ატარებთ, დაკავებული ხართ, შეიძლება მუშაობთ დილიდან საღამომდე და თქვენს შვილს ზრდის ძიძა, ბებია და ბაბუა. ბავშვს აკლია თქვენი სიყვარული, აკლია თქვენი შეხება, ბავშვს აკლია თქვენთან დიალოგი და მის გონებაში, როგორც მშობელი, აღქმული არ ხართ, ანუ, მისთვის არ გცალიათ.

ჩემთან არის ხოლმე შემთხვევები, როცა მშობელი არ მუშაობს და დრო ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს ნებისყოფა იმისა, რომ ბავშვი გაასეირნოს, ეთამაშოს, მოუაროს, აჭამოს და მშობლის ფუნქცია მოირგოს…“ – განმარტავს ფსიქოლოგი.

Kateqoriya: Maraqlı, Sağlamlıq
Sonrakı yazı
აშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა – დაიღუპა 5 ადამიანი
Öncəki yazı
ოქტომბერში ჯანმრთელობის დაზღვევა 13%-ით გაძვირდა – საქსტატი