This is a specific ad

რამზან კადიროვის ინფორმაციით, ჩეჩნეთში მდებარე რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს დრონებით დაესხნენ თავს

40

Another advertisement

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მდებარე „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს“ დრონებით დაესხნენ თავს.

მისი თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„დღეს, დილის 06:30 საათზე გუდერმესში, „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე უპილოტო აპარატის თავდასხმის შედეგად ცარიელი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არის. ხანძარი ჩააქრეს“, – წერს ჩეჩნეთის ლიდერი.

„რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი“, სხვა საქმიანობასთან ერთად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს ამზადებს.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის ხელისუფლება პირველად იუწყება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის შესახებ.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი – ვიქტორ ორბანი
Öncəki yazı
პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია, ჩახსნას მხოლოდ მათი სია, ვინც ვერ მოხვდა პარლამენტში, ისინი ვერ ჩახსნიან მათ სიას, ვინც გახდა დეპუტატი – პაპუაშვილი