This is a specific ad

რამდენმა სატვირთომ გაიარა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში

49

Another advertisement

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 49%-მდეა გაზრდილი.

როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ხდება ცნობილი, მიმდინარე წლის 11 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 166,680,298.00 ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი  112,109,331.85 ლარი. 

შესაბამისად, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებლებით (შედარება 2022 წლის 11 თვის მონაცემებთან), ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 48.9%-იან ზრდას აჩვენებს.

აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს დერეფანი 476 229 სატვირთომ გადაკვეთა.

ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2022 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.

კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, გასულ წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 128,055 მლნ ლარი შევიდა, 2021 წელს – 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Conde Nast Traveler მკითხველს შობა-ახალი წლის გატარებას საქართველოში ურჩევს
Öncəki yazı
Şəkərin zərərləri – Gündə nə qədər qəbul edə bilərik?