This is a specific ad

რა შემთხვევაში თავისუფლდება წვევამდელი სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან? – როგორ ხდება და რა ღირს გადავადება?

113

Another advertisement

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი არ აქვს.

გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 12 თვეს.

სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის ყოველთვიური წოდებრივი სარგო 63 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია ასევე იცის, რომ 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 2 000 ლარია. პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლება:

ა) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი;

ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებში გაიარა;

გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;

დ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა;

ვ) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;

ზ) პირი, რომელიც არის ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის 1 წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლის დროს;

თ) საქართველოს პარლამენტის წევრი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ge●Az მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
Öncəki yazı
ვითარება ისრაელში – სამხედრო ექსპერტები ისრაელისგან ირანზე საპასუხო თავდასხმას ელოდებიან