This is a specific ad

რა ღირს საწვავი ევროპაში და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

64

Another advertisement

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი შემცირდა 0,01 -1,46 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა – 0.01 – 1,40 ევროთი/ლიტრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირია ნიდერლანდებში, შვეიცარიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

  • ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 2,06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.24 ევროს, დიზელის საწვავი – 1,78 ევროს;
  • ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,75 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.90 ევროს, დიზელის საწვავი – 1,61 ევროს;
  • ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,70 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,79 ევროს, დიზელის საწვავი – 1.60 ევროს;

 

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 0,519 ევროს, A-95 მარკის – 0,56 ევროს , A-98 მარკის – 0,66 ევროს, დიზელის საწვავი – 0,64 ევროს.

საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში:

  • სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 1.157 ევროს, A-95 მარკის ბენზინი – 1,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.74 ევროს, დიზელის საწვავი – 1.18 ევროს;
  • აზერბაიჯანში – A-92 მარკის ბენზინი -0,580 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,21 ევროს; დიზელის საწვავი – 0,53 ევროს;
  • თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1.12 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.13 ევროს, დიზელის საწვავი – 1.12 ევროს.
Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Mənzilinizdə qeydiyyatda olan yad şəxs(lər)i necə tapmaq və qeydiyyatdan çıxarmaq olar?
Öncəki yazı
ამ სანქციებს არ გააჩნია არანაირი საფუძველი და არის გარკვეული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა ქართულ პოლიტიკაში – ნინო წილოსანი