This is a specific ad

რა ღირს ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობით თბილისის სხვადასხვა უბანში

65

Another advertisement

ახლა კი ვნახოთ რა ღირს ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობით თბილისის სხვადასხვა უბანში, კვლევას ამის შესახებ გალთ ენდ თაგარტი აქვყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში პირველადი ბაზრის ფასების ზრდა გაგრძელდა. ამასთან, მათივე ცნობით, მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასები წინა თვეებში კლების შემდეგ, სექტემბერში ისევ გაიზარდა. პირველადი ბაზრის საშუალო ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიდუბეში (+42%წ/წ), რაც გამოწვეულია პრემიუმ კლასის პროექტების რაოდენობის ზრდით ამ უბანში. თუმცა ასეთი ზრდის მიუხედავად დიდუბე ვაკეს სიძვირით ტოლს მაინც ვერ უდებს, სადაც ერთი 1 კვ. მეტრი თეთრი კარკასის ღირებულება 2 165 დოლარია; ვაკეს სიძვირით მოსდევს საბურთალო – 1 453 დოლარით და კრწანისი, სადაც თეთრი კარკასის მდგომარეობით უძრავი ქონების ფასი კვადრატულზე 1 350 დოლარია. ასე გამოიყურება ფასების სიძვირით თბილისის უბნების პირველი სამეული. ყველაზე იაფი კი ამ კვლევის თანახმა უძრავი ქონება სამგორში, გლდანში და ვაშლიჯარში ღირს. აღსანიშნავია, რომ უბნების ჩამონათვალში მთაწმინდა და ჩუღურეთი არ არის გათვალისწინებული. ამის მიზეზი კი პროექტების მცირე რაოდენობაა, თითოეულ რაიონში 5-ზე ნაკლები ახალი პროექტია.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სამჯერ – ოთხჯერ ნაკლებია
Öncəki yazı
საზიანოა თუ არა კონტაქტური ლინზებით ძილი?