This is a specific ad

რა უნდა იცოდეთ, თუ ტელეფონს მთელი ღამე სატენზე ტოვებთ

67

Another advertisement

ლითიუმ-იონური ბატარეების სამყაროში, სმარტფონები ცენტრალურ ადგილს იკავებს. თუმცა, წლებია, არ ცხრება ერთი დავა: აფუჭებს თუ არა მის ბატარეას ხანგრძლივი (მთელი ღამის განმავლობაში) დატენვა?

ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, მისი გამოშვების წელი და ქიმიური ასაკი. ეს უკანასკნელი გულისხმობს ბატარეის თანდათანობით დეგრადაციას ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ტემპერატურის რყევები, დამუხტვა-დაცლის მახასიათებლები და ზოგადი მოხმარება.

დროთა განმავლობაში, ლითიუმ-იონური ბატარეების ქიმიური დაბერება ამცირებს მუხტის ტევადობას, ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას და წარმადობას.

Apple-ის თანახმად: „iPhone-ის ნორმალური ბატარეა ისეა შექმნილი, რომ თავდაპირველი ტევადობის 80% შეინარჩუნოს დატენვის 500 სრული ციკლის შემდეგ, თუკი ტელეფონი ნორმალურ გარემო პირობებში მუშაობს“.

კვლევის მიხედვით, 2019 წელს გამოშვებული სმარტფონის ბატარეა საშუალოდ 850 სრული დამუხტვა/დაცლის ციკლის შემდეგ ჩამოდის ტევადობის 80 პროცენტს ქვემოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ 2-3-წლიანი მოხმარების შემდეგ, ბატარეას თავდაპირველი მოცულობის მხოლოდ 80 % რჩება. ამის შემდეგ, ბატარეა შესამჩნევად სწრაფად დაცლას იწყებს.

უნდა დატოვოთ თუ არა ტელეფონი სატენზე მთელი ღამით

ახალი თაობის სმარტფონთა უმეტესობას სრულად დატენვისთვის 30 წუთიდან ორ საათამდე სჭირდება.

დამუხტვის დრო დამოკიდებულია ბატარეის მოცულობაზე (დიდი მოცულობისას უფრო მეტი დრო სჭირდება) და დამტენის მიერ მიწოდებული ენერგიის რაოდენობაზე.

ტელეფონის მთელი ღამით სატენზე დატოვება არა მხოლოდ არასაჭიროა, არამედ ეს ასევე აჩქარებს ბატარეის დაბერებას. იმისათვის, რათა ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმალური იყოს, თავი უნდა აარიდოთ სრული დამუხტვის ციკლებს (0%-დან 100%-მდე).

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ქარელში 28 წლის კაცს თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს – პოლიციამ დანაშაულისთვის ძმები დააკავა
Öncəki yazı
Xalq müdafiəçisi və Mərkəzi Seçki Komissiyası birgə bəyanat yayıb