This is a specific ad

რა სერვისები გაუძვირდა საქართველოს მოქალაქეებს წლიურად ყველაზე მეტად

36

Another advertisement

წლიურად ყველაზე მეტად ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება გაძვირდა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.კერძოდ, საქსტატის 2023 წლის ივლისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება 40,2%-ით არის გაძვირებული.

„ გთავაზობთ, ინფორმაციას იმ ტოპ-10 მომსახურების/სერვისის შესახებ, რომელიც მოქალაქეებს წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაუძვირდა:

  • ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 40,2%-ით;
  • ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 32,6%-ით;
  • მეტროპოლიტენით მგზავრობა – 31,4%-ით;
  • დასწრება სპექტაკლზე – 30,9%-ით;
  • საბანკო მომსახურების ღირებულება – 27,9%-ით;
  • დასწრება კინოსეანსზე – 24,9%-ით;
  • ძიძის მომსახურების ღირებულება – 20,4%-ით;
  • მღებავის მომსახურება – 18,5%-ით;
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) – 15,1%-ით;
  • სპორტული წრის გადასახდელი – 14,4%-ით.
Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Gürcüstan vətəndaşları üçün hansı xidmətlər bahalaşıb?
Öncəki yazı
Türkiyədə təyyarə qəzası – Yaralananlar var