This is a specific ad

რა ინფორმაციებს ხედავენ საკრედიტო ორგანიზაციები ჩვენს შესახებ?

55

Another advertisement

რა ინფორმაციებს ხედავენ საკრედიტო ორგანიზაციები ადამიანების შესახებ „კრედიტინფოს“ მონაცემებით – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნეს ანალიტიკოსმა, მირიან ჯობავამ ისაუბრა.

„თითქმის ყველა იმ დეტალს, რაც საკრედიტო კონტრაქტს მოსდევს, ანუ ყველა საჭირო ინფორმაციას, ეს იქნება სესხის მოცულობა, გადახდის გრაფიკი, ხდება თუ არა წინასწარ დაფარვა, ინფორმაცია გარანტორისა და თანამსესხებლის შესახებ და ა.შ.

ამიტომ ყველას ვურჩევ, ყველამ გადაამოწმოთ საკუთარი ისტორია. თუ რამე უზუსტობას აღმოაჩენთ, აუცილებლად მოგვმართეთ“ – განაცხადა მირიან ჯობავამ.

მისი თქმით, „კრედიტინფოში“ დაახლოებით 3 მლნ ადამიანის ინფორმაცია ინახება.

„ჩვენთან 3 მლნ-მდე ადამიანის ინფორმაციაა, აქედან დაახლოებით 1.9 მლნ-ს აქვს აქტიური სესხი, რაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ჯამური ვალდებულება არის დაახლოებით 44.8 მლრდ ლარი და ამ მოცულობიდან ვადაგადაცილება დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანს უფიქსირდება. მათი ჯამური ვალდებულება კი არის 2,100 მილიარდი, რაც ჯამური ვალდებულების დაახლოებით 6%-ია“ – განაცხადა მირიან ჯობავამ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
Öncəki yazı
ავტომობილების მინების დამუქების წესი შეიცვალა – დეტალები