This is a specific ad

პროდუქტები, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

29

Another advertisement

ოქტომბერში ფასები წლიურად 0.3%-ით გაძვირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული. კერძოდ, 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.

ამავე მონაცემების მიხედვით,წელს ოქტომბერში გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს ნიორი, კივი და ლიმონი.

უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ოქტომბერში გაძვირებული პროდუქტების ათეულს:

ნიორი – 68.7%

კივი – 51.7%

ლიმონი – 30.8%

ფორთოხალი – 27.6%

მანდარინი – 26.2%

ბრინჯი – 23.8%

პომიდორი – 17.4 %

ლუდი – 11.4%

ყავა დაფქული 11%

ქიშმიში – 8.7%

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა – ყველგან!” – ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს
Öncəki yazı
Respublika Xəstəxanası bu gündən xəstələri qəbul edə biləcək