This is a specific ad

პრემიერი – ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე

57

Another advertisement

სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ძირითადი პოლიტიკის მიმართულებები ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონალური ცენტრი, რომელიც წარმოჩინდება როგორც გამარტივებული და დაჩქარებული სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ჩვენი ქვეყანა აქცენტს აკეთებს ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებაზე და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაზე. ფაქტობრივად, ჩვენი თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა, რეგიონალური და გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Marneulidə əsas şam ağacı nə vaxt işıqlandırılacaq?
Öncəki yazı
არ მესმის, რომ თსუ-ს რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადება