This is a specific ad

პორტუგალიაში ციხიდან გაქცეულ 5 პატიმარს შორის, ერთი ქართველია

72

Another advertisement

პორტუგალიაში ერთ-ერთი ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია. მსჯავრდებულები დედაქალაქ ლისაბონიდან 70 კილომეტრში მდებარე ვალე-დე-ჟუდეუსის მკაცრი რეჟიმის საპატიმროდან გაიქცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური მედია ავრცელებს.

გაქცეულ პატიმრებს შორის არის ორი პორტუგალიელი, ერთი არგენტინელი, ასევე ბრიტანელი. პორტუგალიის სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, პატიმრები შაბათს დილით კედელზე კიბის საშუალებით გადაძვრნენ, დახმარება მათ გარედან აღმოუჩინეს.

პორტუგალიის ციხის მცველთა ეროვნული გაერთიანება აცხადებს, რომ გაქცეული პატიმრები უკიდურესად საშიში არიან. პორტუგალიის პოლიციამ მათ დასაკავებლად საერთაშორისო დახმარება ითხოვა.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı
Sonrakı yazı
ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს – ნახეთ, ამინდის განახლებული პროგნოზი
Öncəki yazı
რა ინფორმაცია ვრცელდება ზუგდიდში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე – ბაბუა 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა