This is a specific ad

პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე 19 წლის გოგოსთვის თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით დააკავეს

23

Another advertisement

პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ 19 წლის გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. პოლიციის სამმართველოს განცხადების თანახმად, დაკავებულებმა სკიერნიევიცეში მცხოვრები ახალგაზრდა ძალით წაიყვანეს საკუთარი სახლიდან. არსებული ცნობით, გატაცებულიც საქართველოს მოქალაქეა. მის კვალს პოლიციამ სკიერნიევიცედან 180 კილომეტრში, ვიერუშევის რაიონში მიაკვლია.

„1 დეკემბერს, საქართველოს 43 წლის მოქალაქემ სკიერნიევიცეს პოლიციის დეპარტამენტს  შეატყობინა, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი სამმა ქართველმა გაიტაცა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მაშინვე დაიწყეს ახალგაზრდა ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცებისა და იმ ავტომობილის იდენტიფიცირება, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ. ისინი ასევე დაუკავშირდნენ ვიერუშოვის პოლიციის განყოფილებას, ლოძის პოლიციის შტაბს და სასაზღვრო დაცვის პოლიციას. საბოლოოდ, სავარაუდო დამნაშავეები ვიერუშოვში, ერთ-ერთ ბინაში დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, 19 წლის გოგოს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია, თუმცა, „ის ძალიან შეშინებული იყო“.

დაკავებულები არიან 38, 37 და 33 წლის პირები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

4 დეკემბერს, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ისინი სამთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı
Sonrakı yazı
კახეთში, სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
Öncəki yazı
“Milli Hərəkat”ın daha 5 üzvü partiyanı tərk edib