ორგანიზაცია “საზინ, სოზუნ ბუტას” ხელმძღვანელი და პოეტი, ქალბატონი საადატ ბუტა, დმანისის საპატიო მოალაქის ორდენით დაჯილდოვდა.
QafqazTürk.com – ი იუწყება, რომ დაჯილდოვების ცერემონიალი, 26 სექტემბერს “დმანისობის” დღესასწაულზე. ქალბატონი ბუტა ყველას დიდ მადლობას უხდის, ვინც კი მას ეს წოდება მიანიჭა და მისი დაჯილდოების ცერემონალს დაესწრო და ვინც მისი სიხარული გაიზიარა. ჩვენთან საუბრისას პოეტი ქალბატონი აღნიშნავს:
“დღესასწაული „დმანისობა“ 26 სექტემბერს გაიმართა. ეს დღესასწაული ჩემს ცხოვრებაში ორმაგ დღესასწაულად იქცა, რადგან იმ დღეს საქართველოს სახელმწიფომ დამაჯილდოვა ორდენით და „დმანისის საპატიო მოქალაქე“-ის ტიტული მომანიჭა.
დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, დმანისის მერს, კობა მურადაშვილს, მუნიციპალიტეტის დეპუტატებს და მერს, რომლებმაც 72 წლის ასაკში ასეთი ბედნიერება მომანიჭეს. აქამდე სულით და თავით ვიდექი ჩემი ხალხის სამსახურში. მზად ვარ მთელი გულით და სულით ვემსახურო ქართველ-აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობას და საქართველოს სახელმწიფოს.
ვამაყობ, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ.
50 წლის ასაკში მან “დიდების ორდენის” მედალი გადმომცა, ხოლო 72 წლის ასაკში – “დმანისის საპატიო მოქალაქის” ტიტული.
ბედნიერი იყოს მიწა ქართული, დროშები მაღლა, ჩემო საქართველო, ჩემო ქალაქო დმანისო!”.
P.S. ჩვენ, კავკასᲗურქ მედიის დიდი ოჯახი, ვუერთდებით საადათ ხანუმ ბუტას სიხარულს და მადლობას ვუხდით ყველას ვინც მის წარმატებას მთელი გულით იზიარებს.