This is a specific ad

პენსიონერებს პენსიები გაუძვირდათ

73

Another advertisement

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ იმ პენსიონრებს, რომლებსაც სესხი სს “ლიბერთი ბანკში” ჰქონდათ, პანდემიის დროს ე.წ. საშეღავათო პერიოდის გამო გადასახადი მნიშვნელოვნად გაეზარდათ. ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ ყველა ამ ადამიანს უფლება აქვს მიმართოს ბანკს და მოითხოვოს პანდემიამდე არსებულ პირობებზე დაბრუნება.

უწყება ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებასაც – “მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დაუბრუნდნენ პანდემიამდე არსებულ გადახდის პირობებს იმ შემთხვევაში, თუ დაფარავენ გადავადებული თვეების განმავლობაში გადასახდელ თანხას.”

2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში სულ 354 397 სესხია გაცემული პენსიონერზე ან სოციალური დახმარების მიმღებ პირზე. მათ სს “ლიბერთი ბანკი” დაახლოებით 30 პროცენტად აძლევს სესხს. ჯამში პენსიონრებს და სოციალური დახმარების მიმღებ პირებს ბანკიდან ნასესხები აქვთ 401 331 743 ლარი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Türkiyədə məscidə bıçaqlı hücum: İmam və yanındakı şəxs ağır yaralandı – FOTO/VİDEO
Öncəki yazı
Gürcüstanın müxtəlif yanacaqdoldurma məntəqələrində yanacağın qiyməti nə qədərdir?