This is a specific ad

ოქტომბერში ჯანმრთელობის დაზღვევა 13%-ით გაძვირდა – საქსტატი

35

Another advertisement

საქართველოში სადაზღვევო პროდუქტები გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში ჯანმრთელობის დაზღვევა წლიურად საშუალოდ 13%-ით იყო გაძვირებული, ხოლო თვიურ ჭრილში 8.7%-ით.

 

სადაზღვევო კომპანიებში პოლისების გაძვირების მთავარ მიზეზად სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებს ასახელებენ.

 

კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ მათ შემთხვევაში პოლისებზე ფასების ზრდის ტემპი უფრო დაბალია.

“„ჯიპიაი ჰოლდინგის“ შემთხვევაში ფასები ბაზართან შედარებით უფრო მცირედით დაკორექტირდა. ჩვენს შემთხვევაში როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით პოლისებზე ფასების დაახლოებით 5%-იანი ზრდა გვაქვს. ეს სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე გაზრდილი ინფლაციითაა განპირობებული. გაძვირებულია ზოგადად სამედიცინო სერვისები, კვლევები, ექიმთან კონსულტაცია, რამაც თავისთავად ჯანმრთელობის პაკეტების გაძვირება გამოიწვია. შევეცადეთ, რომ მომხმარებლებისთვის უფრო ბევრი სერვისი შეგვეთავაზებინა და პოლისების გაძვირება ამით დაგვებალანსებინა“, – განაცხადა BMG-სთან „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა, თამთა ყიფიანმა.

 

ცნობისთვის, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 735 061 მოქმედი პოლისი იყო.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რატომ მიმართავენ შვილები მშობლებს სახელებით – ფსიქოლოგის განმარტება
Öncəki yazı
მაკრონი, შოლცი და ტუსკი საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ