This is a specific ad

ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები, კმაყოფილება მინდა, გამოვთქვა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი – პრემიერი

44

Another advertisement

ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები, კმაყოფილება მინდა, გამოვთქვა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე უზრუნველყოფილია არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება.

„ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები, კმაყოფილება მინდა, გამოვთქვა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე უზრუნველყოფილია არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველ ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, უსაფრთხოების სამსახურს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ყველა სამართალდამცავ უწყებას, მათი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ მშვიდ გარემოში ტარდება ეს არჩევნები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბოლომდე 26 ოქტომბრის ჩათვლით, სწორედ ასეთ გარემოში ჩატარდეს არჩევნები ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე, რის შედეგადაც 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა, ასევე შემცირდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა – ირაკლი კობახიძე
Öncəki yazı
ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში “ცახალის” ოპერაციას 20 დღის განმავლობაში 770 ადამიანი ემსხვერპლა