This is a specific ad

ომი თუ იქნა ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით და ვერც ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ – იმიტომ ვამბობთ – მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ – მამუკა მდინარაძე

54

Another advertisement

ომი თუ იქნა ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით და ვერც ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ – იმიტომ ვამბობთ – მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, უკრაინა თავად ითხოვდა საქართველოს ომში ჩართვას, თუმცა, ოპოზიციური არხები ამას საზოგადოებას არ ახსენებენ.

„ომი თუ იქნა ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით და ვერც ვერაფერს გავაკეთებთ. ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ. იმიტომ ვამბობთ, მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ევროპისკენ, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ღირსებით. თქვენ [ოპოზიციური არხის ჟურნალისტს] პირდაპირ თუ ირიბად არწმუნებთ ხალხს, რომ ბომბების წვიმა გირჩევნიათ იმ წვას და სიგიჟეებს, ეს ხართ თქვენ! დაბომბილი ქალაქების კადრები შეურაცხმყოფელია? ხალხს რომ გაახსენებ, რომ თუ ასე არ მოიქცევი, თუ მშვიდობას არ შეინარჩუნებ, შეიძლება სამწუხაროდ და საუბედუროდ, ასეთი კადრი მივიღოთ, ეს შეურაცხმყოფელია? თუ არ მოუთხოვიათ ჩვენთვის ომი? უკრაინამ ელჩი რატომ გაიწვია ან ჩვენი ელჩი რატომ გამოაგდო? ოფიციალურ მიზეზს გეტყვით, სანქციების არ დაწესება და მოხალისეების არ გაგზავნა. თვითონ გეუბნებოდნენ ომში ჩაერთეთო. თქვენ ამას ხალხს არ ეუბნებით, ჩვენ რომ ვსაუბრობთ ამასაც კი არ უშვებთ ეთერში. თქვენ ხართ ხალხი, რომელიც ახალისებს საქართველოს განადგურებას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ფლორიდაში ქარიშხალი მძვინვარებს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი – უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან
Öncəki yazı
აშშ ისრაელს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული პირობების გამო აკრიტიკებს