This is a specific ad

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ნოემბრიდან ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს

55

Another advertisement

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას ნოემბრის დასაწყისიდან ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. ამის მიზეზი ელექტროენერგიის დეფიციტია. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ამჟამად აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნა, რომელიც 260 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. ამის გამო მიღწეულია შეთანხმება რუსეთის კომპანია „ინტერ რაოსთან“ რუსეთიდან 180 მლნ კვტ/სთ-ის ელექტროენერგიის მიღების შესახებ. მოწოდება 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ამ დეფიციტის გამო დაწესდება დენის 4-საათიანი გათიშვის გრაფიკი“, – განაცხადა „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ.

მანვე განაცხადა, რომ აფხაზეთის მოსახლეობამ ელექტროენერგიის საფასური კომერციული ფასით უნდა გადაიხადოს და ეს დენის „სოციალური მოწოდება“ არ არის.

ჯინჯოლია ამბობს, რომ მომავალი სიტუაცია ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონეზე იქნება დამოკიდებული. ახლა წყლის სიმაღლე არის 427 მ ზღვის დონიდან. როდესაც წყლის დონე 420 მ-ზე დაბალია, ელექტროსადგური არ მუშაობს.

ენგურჰესი ერთადერთი ელექტროსადგურია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიას აწვდის. ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთს შორის საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დავით შერაზადიშვილი: ჩვენ ყველა ვირჩევთ მშვიდობას და მჯერა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ -პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს
Öncəki yazı
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ამოტრიალდა – არის მსხვერპლი