This is a specific ad

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 25 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

58

Another advertisement

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში, ამ დროისთვის, 25 ტონა მანდარინია ექსპორტირებული. ინფორმაციას კრასნოდარის საბაჟო ავრცელებს.

 

რუსული უწყების ინფორმაციით, გარდა ციტრუსისა, რუსეთში 3 ტონაზე მეტი ფეიხოა არის გაყიდული.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წელს 37 ათასი ტონა მანდარინის მოსავალია მოსალოდნელი.

 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტამდე აფხაზეთიდან რუსეთში 25 ათასი ტონა მანდარინი გაიტანეს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Türkiyədə Qədim Roma dövrünə aid hərbi istehkam aşkar edilib
Öncəki yazı
ისრაელის შემდეგ, საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი დახმარება ჰქონდა შტატებისგან – თინა ხიდაშელი