Another advertisement
რუსი ოკუპანტების მობილიზება საოკუპაციო ხაზთან – შეიარაღებული ფორმიანები სოფელ ხურვალეთში გამოჩნდნენ. ადგილობრივები იტყობინებიან, რომ ოკუპანტები ადგილზე სატვირთო მანქანით მივიდნენ და უკანონო სამუშაოებს ახორციელებენ.
“ვიმყოფებით ხურვალეთში და როგორც ლუდა სალიამ შეგვატყობინა და ეს დადასტურებულია, რუსი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ ხურვალეთის თავზე. მიმდინარეობს სამშენებლო სამუშოები. ახალი საგუშაგო კეთდება ძველის გვერდზე კონსტრუქციის მშენებლობის პროცესი ფიქსირდება…” ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა, რომელმაც სოფელში შესვლა მოახერხა.
ადგილზე არსებულ ვითარებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გაეცნენ.