This is a specific ad

„ნუ მისცემთ ბავშვებს ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით“ – პედიატრის გაფრთხილება

19

Another advertisement

კლინიკა „ჭიამაია“, რომლის წამყვანი ექიმი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილია, სოციალურ ქსელში მშობლებისთვის აქვეყნებს ექიმის საინტერესო რეკომენდაციებს, რომელიც ბავშვებში უმადობას ეხება:

„ძვირფასო მშობლებო, ხშირად გებადებათ სურვილი გაუძლიეროთ თქვენს პატარებს მადა და აძლევთ მადის აღმძვრელ ვიტამინებს და სხვა საშუალებებს, ღრმა ჩაკითხვით აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბავშვი არ იღებს საკვებს (საუზმეს, სადილს, ვახშამს) სამაგიეროდ ჭარბად მიირთმევს სასუსნავებს, სნექებს, უყვარს ნახშირწყლოვანი, ერთფეროვანი საკვები. მადის გაძლიერება ასეთ შემთხვევაში ისევ ამ საკვების ხშირი მოთხოვნით მოხდება, ის მაინც არ მიიღებს იმ საკვებს, რომელიც თქვენ გსურთ, რომელიც აუცილებელია დღეღამური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ძირითად ინგრედიენტებზე და გაძლიერებული მადით ისევ გემრიელად შეექცევა იმას, რაც უყვარს…

თუ თქვენ შეუზღუდავთ ამ საკვებს, მერწმუნეთ, ბავშვი მშიერი ვერ დარჩება და თანდათან სასარგებლო და ბალანსირებული კვების მიღება-შეგუებას დაიწყებს! ნაკლები ხემსი, ტკბილი და მარილიანი, შეეცადეთ არ მისცეთ არაფერი კვებათა შორის, გარდა ხილისა და რძემჟვა პროდუქტების, შეულამაზეთ საკვების ვიზუალური მხარე და კვებეთ თქვენთან ერთად, აჩვენეთ, რომ თქვენც იღებთ იმავე საკვებს! სნექებით ბავშვი იკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას, მაგრამ ეს ხომ არაჯანსაღი, არაბალანსირებული კვებაა, ამიტომ ნუ მისცემთ ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით ექიმის დანიშნულების გარეშე, ეცადეთ (ძალიან რთულია, მაგრამ მაინც) შეაგუოთ ჯანსაღ კვებას!!!

მადის გაძლიერება გამოსავალი არ არის, რადგან, გავიმეორებ, გააძლიერებს იმ საკვების მიღებას, რაც მას უყვარს… ეს ნამდვილად ასეა! თუ ბავშვს შეუპოვარი უმადობა აქვს და ეს ქცევის დევიაციასთან არ არის დაკავშირებული, ამ პრობლემას ექიმის კონსულტაცია და მიზეზის დადგენა სჭირდება! ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერია განცხადებაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Gürcüstan universitetlərində bəzi peşələr onlayn tədris oluna bilər
Öncəki yazı
13 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა, ავრცელებდა პორნოგრაფიული შინაარსის მასალას – კაცს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა