ნოვრუზ ბაირამი 2024 • Novruz Bayramı 2024

1

21 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
📍 ლოკაცია: მერიის მიმდებარე ტერიტორია, კულტურის ცენტრის წინ მდებარე სკვერი.
⬇️ დღის წესრიგი
⏺️ 12:00 სთ – თეატრალიზებული წარმოდგენები: მსვლელობა რუსთაველის ქუჩაზე, გოგონა გაზაფხულის შემობრძანება ეტლით, „წყლის სამშაბათი“, „ქარის სამშაბათი“, „მიწის სამშაბათი“, „ცეცხლის სამშაბათი“;
⏺️ 12:40 სთ – ტრადიციულად აინთება ცეცხლი, ნოვრუზ ბაირამის ერთ-ერთი სიმბოლო;
⏺️ 13:00 სთ – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით წარმოდგენა: განასახიერებენ ნოვრუზის სიმბოლოდ აღიარებულ გმირებს გოგონა გაზაფხულს (ბაჰარ გიზი), ქოსას, ქეჩალის და დედეგორგუთს.
ℹ️ ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საგამოფენო პავილიონები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ატრაქციონები, ანიმატორების შოუ, წარმოდგენილი იქნება: ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, საკონდიტრო ნაწარმის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კერძების, ტკბილეულის და ჩაის დაგემოვნება.
✔️ სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართება სპორტული აქტივობები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და მშვილდოსნობაში.
🎼 საკონცერტო პროგრამა
🎶 13:00 სთ – თინა ნარგილე და ადგილობრივი შემსრულებლები
🎶 13:45 სთ – დუეტი ლეონი
🎶 14:15 სთ – მოწვეული მომღერალი ვეფა შერიფოვა.
21 Mart tarixində, Marneuli Munisipalitetində yerli özünüidarəetmənin təşkilatçılığı ilə Novruz Bayramı qeyd olunur.
📍 Məkan: Meriya binasının yerləşdiyi ərazi, Mədəniyyət Mərkəzinin qarşısındakı park.
⬇️ Gündəlik
⏺️ 12:00 – Teatrlaşdırılmış tamaşalar: Rustaveli küçəsində yürüş, Bahar Qızının faytonla gəlişi, “Su Çərşənbəsi”, “Od çərşənbəsi”, “Yel Çərşənbəsi”, “Torpaq çərşənbəsi”;
⏺️ 12:40 – Novruz Bayramının rəmzlərindən biri olan tonqalın ənənəvi alovlandırılması;
⏺️ 13:00 – Tbilisinin Azərbaycan Dövlət Dram Teatrının aktyorlarının iştirakı ilə tamaşa: Novruzun simvolu kimi tanınan qəhrəmanlar, Bahar qızı, Kosa – Keçəl və Dədə Qorqut obrazlarını canlandıracaqlar.
ℹ️ Bayram tədbiri çərçivəsində sərgi pavilyonları, uşaq əyləncə məkanları, attraksionlar, animatorların şousu təşkil olunacaq, eyni zamanda: yerli rəssamların əsərləri, əl işləri, qənnadı məmulatlar təqdim olunacaq, güllərin sərgi-satışı keçiriləcək, ənənəvi yeməklərin, şirniyyatların və çayın dadına baxılacaq;
✔️ Bayram proqramı çərçivəsində gürcü güləşi, qol güləşi və oxatma üzrə idman fəaliyyətləri keçiriləcək.
🎼 Konsert proqramı
🎶 13:00 – Tina Nargilə və yerli ifaçılar;
🎶 13:45 – Leon dueti
🎶 14:15 – Dəvət olunmuş müğənni Vəfa Şərifova.
0
0
Kateqoriya: Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
5 საინტერესო ფაქტი ნოვრუზის შესახებ
Öncəki yazı
“Silknet” dən 33 min nəfərin şəxsi məlumatları sızdırılıb