This is a specific ad

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი ევროპული მომავალი – ირაკლი კობახიძე

59

Another advertisement

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებს აქვს ისეთივე დატვირთვა, როგორიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჰქონდა. ეს იქნება გადამწყვეტი არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საქმე ეხება ომსა და მშვიდობას. საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს სწორედ მშვიდობის სასარგებლოდ, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციად ყოფნის პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ვერ ვითარდება, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში კი „ქართულიო ცნება“ ამ პრობლემის გადაჭრას მოახერხებს.

„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში ჩვენ შევძლებთ საბოლოოდ გადავჭრათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციად ყოფნის პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ვერ ვითარდება. ქვეყანა არის მუდმივი რისკის ქვეშ, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციას წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, აგენტურა. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ჩვენი სისტემის თვისებრივად გაჯანსაღება. ეს არის შესაძლებელი მხოლოდ იმით, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც უნდა დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები და საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება საუკეთესო საფუძველი, იმისთვის რომ ეს პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და წარმატებით დასრულდეს. „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა.

რა თქმა უნდა, გარკვეული დაბრკოლება ყოველთვის ექნება ქვეყანას განვითარების კუთხით, როდესაც გყავს ასეთი ოპოზიცია, რომელიც მუდმივად გესაუბრება ხან რიგგარეშე არჩევნებზე, ხან რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა. და მეორე – ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა გქონდეს დემოკრატიულ სისტემაში. თუ შენს ქვეყანაში ოპოზიციას წარმოადგენს უცხოური აგენტურა, რომელიც მუდმივად მომართულია ომისკენ, ქვეყნის არევისკენ, რა თქმა უნდა, რისკები მუდმივად იარსებებს. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მომავლისთვის არის აუცილებელი, ის რომ გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“. იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარების პროცესი შეუფერხებელი იყოს, „ნაცმოძრაობის“ გასამართლება აუცილებელია. არ შეიძლება მუდმივი მუხრუჭის და მუდმივი რისკის პირობებში ცხოვრობდეს ქვეყანა. ეს პოლიტიკური ძალა უნდა გასამართლდეს, სწორედ იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი ევროპული მომავალი“, – განაცხადა კობახიძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება
Öncəki yazı
მსოფლიოში, სიდიდით მეორე ალმასი აღმოაჩინეს