This is a specific ad

მუღამი – უნიკალური აზერბაიჯანული მუსიკალური ტრადიცია თაობებს გადაეცემა

52

Another advertisement

არცერთი მუსიკა ისე არ ესალბუნება აზერბაიჯანელების გულს, როგორც მუღამის ჰანგები.

ეს საუკუნოვანი ტრადიცია ფოლკლორსა და ზეპირსიტყვიერებას აერთიანებს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და უნიკალურ მელანქოლიურ მელოდიას ქმნიდა.

ნამიქ ასლანოვი, მუღამის მომღერალი:

„მუსიკას 5 წლიდან ვსწავლობ. როდესაც მუღამს ვასრულებ, ყოველი სიტყვა გულის სიღრმიდან მოდის…მუღამი ყოველთვის იმპროვიზაციაა, ის ნოტებიდან კი არ იკითხება, პირდაპირ ადამიანის გულიდან მოდის.“

მუღამის სამი ძირითადი საკრავია ქამანჩა, გავალი და თარი – გრძელტარიანი ბარბითი. თარის ტანი უდრეკი ხისაგან ითლება. თარი თავისთავად ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და აზერბაიჯანის კულტურის იმდენად განუყოფელი ნაწილია, რომ ის ეროვნულ ხურდა ფულსა და ბანკნოტებზეცაა გამოსახული. თარის დამზადების წესი თაობიდან თაობას უცვლელად გადაეცემა.

ზაჰიდ ვალადოვი, მუსიკალური საკრავების ოსტატი:

„მე მუსიკალური საკრავის მესამე თაობის ოსტატი ვარ. ეს ხელობა მამაჩემისგან ვისწავლე. მრგვალი ნაწილი თუთის ხისგან მზადდება. საუკეთესო მასალად იანვარ-თებერვალში მოჭრილი ხე ითვლება, მასზე მუშაობა უფრო ადვილია, რადგან კარგადაა გამომშრალი და ადვილად არ იბზარება. გადასაკრავი კი ხარის ტყავისგან მზადდება.“

2003 წელს იუნესკომ აზერბაიჯანული მუღამი თავისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანა, რითაც ამ მომაჯადოებელ და უნიკალურ ხელოვნებას საშუალება მიეცა, მთელი მსოფლიოს მუსიკოსები და მუსიკის მოყვარულები თავისი ჰანგებით მომავალშიც დაატკბოს.

Kateqoriya: Dünya, Eksklüziv, Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს – 22-24 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდი
Öncəki yazı
აზერბაიჯანული სამზარეულო