This is a specific ad

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით, 2024 წელს ერთ სულ მოსახლზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5 წლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზე მოხვდება

72

Another advertisement

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით,  2024 წელს  ერთ სულ მოსახლზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5 წლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზე მოხვდება. ამასთან პანდემიანდელ პერიოდთან შედარებით კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებით  ზედიზედ სამი წლის მანძილზე შეინარჩუმებს ანალოგიურ სალიდერო პოზიციებს.

ერთ სულზე  რეალური ეკონომიკის 2024-2026  წლების პროგნოზები და ხანგძლივვადიანი შეფასება მსოფლიო ბანკისაგან (GDP per capita at Market Price, 2015 real USD) :

საქართველო განსაკუთრებულ, ზედიზედ სამწლიან საპროგნოზო ლიდერობას ავლენს ერთ სულ მოსახლზე რეალური ეკონომიკის გაუმჯობესებით პანდემიმდელ პერიოდთან შედარებით, რითაც საბოლოოდ ქარწყლდება ყალბი ნარატივი, რომ თითქოს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის დროს მისი ეკონომიკის  ძლიერი ვარდნის ეფექტით უნდა იყოს გამოწვეული.

კერძოდ:

1.  2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის სიდიდის 5 წლიანი პროგრესით (ზრდა 2019 წელთან შედარებით) საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა,  მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე. ამ ხუთწლედში ერთ სულ მოსახლეზე  საქართველოს რეალური ეკონომიკა 30,3 პროცენტით იზრდება.

2. 2025 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის 6 წლიანი ზრდით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გადის,  მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზეა. აღნიშნულ პერიოდში კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 37%-ით უმჯობესდება.

3. 2026 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის სიდიდის 7 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა,  მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველი იქნება. ამ 7 წლის მანძილზე საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაზრდას 44-ზე მეტი პროცენტით შეძლებს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Rus Kəşfiyyatı: ABŞ Gürcüstanda keçiriləcək seçkilərə müdaxilə etmək istəyir
Öncəki yazı
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა კომპლექსურ მიზეზებს უკავშირდება